BTUAI Review – უნიკალური და უახლესი ქართულენოვანი ბიზნესქეისების პლატფორმა შეიქმნა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, უნიკალური და უახლესი ქართულენოვანი ბიზნესქეისების ერთიანი მსხვილი ბაზა შექმნა, რომელიც ღიაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის და აერთიანებს სხვადასხვა სფეროში, მსოფლიოს მოწინავე კომპანიებსა და ორგანიზაციებში არსებულ გამოცდილებას. BTU AI Review ინოვაციური, ახალი ბიზნესქეისების კატალოგია. ის იქმნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცემებსა და მაღალი სანდოობის მქონე წყაროებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ექსპერტებისა და კურატორების მონაწილეობით და ერთიანდება პლატფორმაზე, სადაც მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საგანმანათლებლო მასალა, სატრენინგო რესურსი, კომპანიებისა და თანამშრომლების მომზადება/გადამზადების ინსტრუმენტი.
BTUAI Review შეიქმნა BTUAI-ს ინიციატივის ფარგლებში. გენერირებული უახლესი და ინოვაციური ქეისებით, ახლა უკვე ქართულ ენაზეა შესაძლებელი უახლესი ინფორმაციის მიღება ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარების შესახებ. ქეისები წარმოდგენილია სადისკუსიო საკითხები და სხვადასხვა ამოცანები. სხვადასხვა სირთულის შესაბამისად, ქეისები უკვე ინტეგრირებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო კურსების ფარგლებში, კომპლექსური ქეისები ყოველდღიურად იქმნება სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა ტრენინგებისთვის. BTU-ს მიერ უკვე შემუშავებულია სპეციალისტების მომზადება/გადამზადების პროგრამა, სადაც აღნიშნული მასალა გამოიყენება.
BTUAI-ს ახალი გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომი და ღიაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, არის სეგმენტების შესაბამისად და სფეროს საჭიროებებიდან გამომდინარე შემუშავებული საგანმანათლებლო მასალების და უახლესი ბიზნესქეისების ერთობლიობა, რომელიც ყველა ინდუსტრიისთვის, AI ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესახებ ცოდნასა და შესაძლებლობებს აჩენს. BTU AI Review კი არის ინოვაციური, ახალი ბიზნესქეისების ერთიანი კატალოგი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო და მაღალი სანდოობის მქონე წყაროებზე დაყრდნობით ქმნის ახალ რესურსს.
გაეცანით BTU AI-ის