BTU ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორის ლექციას უმასპინძლებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მასპინძლობით, მიმდინარე წლის 4 მაისს, გაიმართება ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორის, პოლონური და ევროპული კერძო სამართლისა და შედარებით სამართლისკათედრის ხელმძღვანელის, პროფ. არკადიუშ ვუდარსკის (Prof. Dr. iur. Arkadiusz Wudarski) საჯარო ლექცია თემაზე – ბიოლოგიური მამის უფლებები თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში (Rights of the Biological Father in the Era of Modern Technology).
პროფ. არკადიუშ ვუდარსკი თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან, მათ შორის: Zielona Góra-ს უნივერსიტეტი (პოლონეთი), ციურიხის უნივერსიტეტი (კვლევითი პროექტი, NAWA), პოლონეთის ეროვნული აკადემიური გაცვლითი სააგენტო, the Bekker programme.