BTU ტექნოლოგიების ფესტივალს თბილისსა და ქუთაისში ჩაატარებს
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თბილისსა და ქუთაისში უფასო ვორქშოფების სერიას გამართავს, რომელზე დასწრებაც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვისაა შესაძლებელი.
როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი და სოციალური ქსელები უსაფრთხოდ, როგორ შევქმნათ სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან, როგორ განვავითაროთ ბიზნესი, რა ტექნოლოგიური სიახლეები არსებობს დღეს მსოფლიოში და როგორია მომავლის ტექნოლოგიები და პროფესიები? – ეს ის თემებია, რაზეც მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
შეხვედრაზე, ჩატარდება ვორქშოფები შემდეგი მიმართულებებით:
კიბერჰიგიენა – როგორ გამოვიყენო ინტერნეტი უსაფრთოდ;
მეწარმეობა – როგორ შევქმნა სტარტაპი სტუდენტობის დროს;
ტექნოლოგიური ტრენდები და სიახლეები – რა არის ყველაზე აქტუალური დღეს და რა იქნება მომავლის ტექნოლოგია;
ტექნოლოგიების ფესტივალი ქუთაისში გაიმართება 19-20 ივნისს, სასტუმრო Best Western-ში.
დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს
ტექნოლოგიების ფესტივალი თბილისში გაიმართება 23 ივნისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო და გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.