BTU-ში სტუდენტური დასაქმების ფორუმი დისტანციურად გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა კიდევ ერთი დისტანციური დასაქმების ფორუმი ჩაატარა.
ფორუმი უნივერსიტეტის პროექტ „დაასაქმე სმარტსტუდენტის“ ფარგლებში ჩატარდა და მასში 25 წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა მონაწილეობას.
თითოეულმა კომპანიამ სტუდენტებს რამდენიმე ვაკანსია. საერთო ჯამში ვაკანსიების რაოდენობამ 55–ს გადააჭარბა.
„დაასაქმე სმარტსტუდენტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტების დასაქმების მიზნით ახორციელებს.
დისტანციური დასაქმების ფორუმში შემდეგი კომპანიები მონაწილეობდნენ:
DK Capital, დიპლომატ ჯორჯია, Forbes Woman Georgia, სადაზღვევო კომპანია Irao,
სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, Moore, abc, თიბისი დაზღვევა, GMA, Tegeta Motors, შიდა ქართლის მერია,
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, SavvY, Cryptx IQ, Nexia TA, ლიბერთი ბანკი, MY.ge, Wandio, Artmedia, OPPA, Inexphone, ქართული, სტარტაპიMuza, Esolver
ფორუმის მსვლელობისას ონლაინ სივრცეში შეკრებილმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოისმინეს მონაწილე კომპანიების პრეზენტაციები და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.