
BTU-ში ქალებისთვის საერთაშორისო AI ჰაკათონი გაიმართება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), iamtheCODE AI Institute-თან თანამშრომლობით ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო ჰაკათონს გამართავს. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას. საერთაშორისო ჰაკათონის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women Georgia).
100 ქალი გაერთიანდება სამდღიან საერთაშორისო ჰაკათონზე, რომელიც არამხოლოდ ტექნიკური უნარების გამომუშავებაზე, არამედ ლიდერობაზე, ინოვაციასა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.
ჰაკათონი წარმოადგენს გლობალური მოძრაობის ნაწილს, რომელიც ემსახურება ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის და STEAMED განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას.
ჰაკათონის თემატიკაა: „How can AI be used for Good in Advancing the SDGs?“, რაც გულისხმობს AI-ის გამოყენებას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე, გააანალიზებენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, ისწავლიან AI ინსტრუმენტების შექმნას iamtheCODE iDEA კურიკულუმის ფარგლებში და საბოლოოდ წარადგენენ ინოვაციურ იდეებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წინაშე. გუნდებთან იმუშავებენ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორები, რომლებიც გაუწევენ მონაწილეებს მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას. მონაწილეების იდეებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, რომლის წევრებიც სპეციალურად საქართველოში ჰაკათონის ფარგლებში ჩამოვლენ.
საერთაშორისო ჰაკათონის მთავარი თემებია:
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გააზრება და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში ინტეგრაცია;
- Design Thinking მეთოდოლოგიის გამოყენება რეალურ პრობლემებზე;
- AI ინსტრუმენტებისა და ბოტების შექმნა iamtheCODE iDEA სასწავლო პროგრამის ფარგლებში;
- გენერაციული AI-სა და პასუხისმგებელი ტექნოლოგიის საკითხების შესწავლა;
- გუნდური მუშაობა, კოდირება და ინოვაციური იდეების პრეზენტაცია.
საუკეთესო 5 პროექტისთვის გათვალისწინებულია:
- 12-კვირიანი მენტორობა iamtheCODE გლობალური ქსელისგან;
- წვდომა პრემიუმ AI კურსებზე iamtheCODE პლატფორმაზე;
- 1,000 ლარის საგრანტო ვაუჩერი იდეის შემდგომი განვითარებისათვის;
- გამარჯვებულ პროექტთა პრეზენტაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში.
ჰაკათონის სტრუქტურა:
- I დღე: AI-ისა და SDGs-ის გაცნობა;
- II დღე: მენტორობა და იდეების ფორმირება;
- III დღე: პრეზენტაციები, ჟიურის შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა.
ჰაკათონი იმართება iamtheCODE AI ინსტიტუტის ფარგლებში — ახალი საგანმანათლებლო ჰაბი BTU-ს ბაზაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და STEAMED მიმართულებების პოპულარიზაციას რეგიონში. ინიციატივა ხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების აქტიური თანამშრომლობით.
iamtheCODE არის გლობალური მოძრაობა, რომელიც უკვე 88 ქვეყანაში და 500-ზე მეტ ღონისძიებაზე აერთიანებს გოგოებს და ქალებს ტექნოლოგიების ირგვლივ.
ინიციატივის ავტორია Lady Mariéme Jamme – iamtheCODE დამფუძნებელი.
მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
თარიღი: 16, 17 და 18 ივლისი, 2025
ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. 82, თბილისი)
სამიზნე აუდიტორია: საქართველოში მცხოვრები გოგოები და ქალები, ასაკი 16+ (ჯამში 100 მონაწილე)
ინკლუზიური მონაწილეობა: მინიმუმ 10% საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალებისთვის
პოტენციური მონაწილეები: სტუდენტები, ლტოლვილები, კურსდამთავრებულები, დამწყები სპეციალისტები და ტექნოლოგიით დაინტერესებული პირები
საპასუხო კრიტერიუმი: მინიმუმ B1 დონე ინგლისურ ენაში
ჟიურის წევრები:
-
Ashley Tan — Global Head of Sustainability & Social Impact, AWS | WEF Young Global Leader
-
Roselyne Chambrier — Founder & CEO, Onze Capital | Infrastructure Leader | Education Advocate
-
Victor Haruo — Head of Ecosystem & Social Impact at DIO | Mentor | Ph.D. Researcher
-
Olivier Oullier — Co-Founder & CEO, Inclusive Brains | Chief AI Scientist, Biotech Dental Group | Former President, Emotiv
-
Temur Chichua — Tech Lead at Fundbox | Software Architect | Scalable Systems Expert
-
Gigi Giorgadze — CEO and Co-Founder | AI Association of Georgia
-
Natia Kukhilava — Chief Technology Officer (CTO), Helio.AI
-
Rati Skhirtladze — Founder and Director, Data Analysis Laboratory
მენტორები:
-
Clive Nyawo – Business Intelligence Specialist | Team Leader | Community Supporter
-
Monica A. Ramos Li – COO & Co-Founder at Musa
-
George Bukia – CPO & Co-Founder at Starlive and Sportflow
-
Lasha Sharikadze – CEO at Digital Settings | Startup Founder | Innovation Advocate
-
Julia Shavkatsishvili – MLOps Engineer | Big Data & ML Infrastructure Specialist | Cloud & Scalable Systems Enthusiast
-
Marta Melia – Data Scientist | Data Analysts Team Leader
-
Mariam Lekveishvili – Chief Operations Officer (COO) at Theneo
-
Liza Kurashvili – Data Scientist at Bank of Georgia | Economics Student at ISET | AI in Finance Enthusiast
-
Erekle Modebadze – Founder, Botu | Head of Artificial Intelligence & Data, Supernova (Pulsar AI Georgia)
-
Luka Baklaga – Scientific Researcher | Co-Founder, MycoFounder & E-Flow | Winner of BTU AI hackathons and ideathons
-
Akaki Kurtskhalia – Founder & CEO, LakLaka AI | AI Lecturer, Academy of Digital Industries
- Lasha Pantskhava – AI Research and Development Team Lead at TBC Bank | Co-founder and Chief Scientist at the AI startup Quissly
- Tazo lezhava CEO & Co-Founder, Quissly | AI Strategist | Former Quant at BlackRock