ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეული გაიმართა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეული გაიმართა. 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის 12 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ქონდათ, გაცნობოდნენ BTU-ს, და პარტნიორი ორგანიზაციების მიღწევებსა და საუკეთესო პრაქტიკებს ადგილობრივ და რეგიონულ ასპექტში. ღონისძიებების სერიაში მონაწილეობდნენ ევროპის 16 მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებისა და 27 ინსტიტუციის წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, საბერძნეთი, ნორვეგია, პოლონეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, ხორვატია, ლატვია, სლოვენია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, კენია.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა სესიები, მათ შორის: ინტერნაციონალიზაცია, მეწარმეობა, კარიერული განვითარება, ინდუსტრიასთან კოლაბორაცია, ერთობლივი კვლევები, მწვანე ტექნოლოგიები და ტექნოლოგიების ტრანსფერი, მდგრადობა და ციფრული ტრანსფორმაცია.
პერსონალის საერთაშორისო კვირეული BTU-ში მეხუთედ გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პარტნიორები და თანამშრომლობით დაინტერესებული უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები იღებენ.