![BTU-ში კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი დასრულდა - 3 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია 1 09c3975b0a1b574ff20cee99c18b40a9](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/09c3975b0a1b574ff20cee99c18b40a9.png)
BTU-ში კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი დასრულდა – 3 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია
15 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა კომპანია Tegeta Motors-თან თანამშრომლობით რიგით მეხუთე სტუდენტური ჰაკათონი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩაატარა. გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები:
● I ადგილი – ალექს ქისტაური, საინფორმაციო ტექნოლოგიების III კურსის სტუდენტი
● II ადგილი – ნიკა ღონღაძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების II კურსის სტუდენტი
● III ადგილი – მარიამ სპანდერაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების III კურსის სტუდენტი
ჰაკათონის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი ჰაკათონში მონაწილეობისთვის. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ტრენინგების და გადამზადების პროგრამების ვაუჩერები. ჰაკათონის რამდენიმე მონაწილე კი Tegeta Motors-ში დასაქმდება.
ჰაკათონი შედგებოდა პრაქტიკული დავალებებისგან, რომელშიც წარმოდგენილი იყო დავალებები შემდეგი საკითხების შესახებ:
● მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი
● ქსელის ტრაფიკის ანალიზი
● პენტესტი
● ღია წყაროების ანალიზი
„ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აგრძელებს პროექტების განხორციელებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. BTU Cyber Lab ცნობიერების ასამაღლებლად მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას: პროექტებს, კონკურსებს, ჰაკათონებს, ფორუმებს კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ, კვლევებს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების დიგიტალიზაციის პროცესში და სხვა. დაგეგმილი პროექტები საერთაშორისო პარტნიორების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით განხორციელდება.