BTU-ში Erasmus+ CBHE Hein4-ის ფარგლებში სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმატებით აგრძელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის HEIn4-ის აქტივობების განხორციელებას.
2022 წლის 18-20 ოქტომბერს, BTU-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ თბილისში ფართომასშტაბიანი სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც პროექტის პარტნიორი ევროპული, უკრაინული და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
HEIn4 პროექტის სტრატეგიული მიზანია: საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით.
პროექტის პარტნიორები:
ევროპული უნივერსიტეტები და ორგანიზაციები:
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია (პროექტის კოორდინატორი)
პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სტოკჰოლმის ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტი, შვედეთი
გენტის ვოლვოს ავტოქარხანა, ბელგია
საქართველო:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
უკრაინა:
დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
უკრაინის ეროვნული მეტალურგიული აკადემია
ოდესის ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი
ფესტოს საწარმო