BTU-სა და კომპანია Microsoft -ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია Microsoft -თან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
Microsoft-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს წვდომა ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმებზე.
სტუდენტებს და მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ წვდომა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წამყვან პროგრამულ გადაწყვეტილებებზე და ჩაატარონ კვლევა ონლაინ პლატფორმაზე.
ხელმისაწვდომი ხდება Microsoft-ის კიდევ ერთი პროდუქტი “Artificial Intelligence for Business”, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ და დანერგონ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები და ამით გაზარდონ კომპანიის და ინსტიტუციის ეფექტურობა სხვადასხვა სექტორში.
BTU-ს სტუდენტებს ექნებათ წვდომა Microsoft Azure-ის ღრუბლოვან სერვისებზე, რაც გულისხმობს საკუთარი ვირტუალური სერვერების შექმნას და მონაცემების განთავსებას.
პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და კომპანია Microsoft აბიტურიენტი გოგოებისთვის ჩაატარებენ DigiGirlz-ის კამპანიას, რომელიც საშუალებას მისცემს გოგონებს მაიკროსოფტის თანამშრომლებისგან მიიღონ ინფორმაცია ტექნოლოგიების მიმართულებით და ჩაერთონ პრაქტიკულ ვორკფოპებში კომპიუტერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.