BTU-ს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდება
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის ჩატარდება ტრენინგი. ტრენინგის ფარგლებში პერსონალი გაეცნობა:
1. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნეს უწყვეტობის მართვის პოლიტიკას;
2. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნეს უწყვეტობისა და საქმიანობის აღდგენის მოქმედებათა გეგმას;
3. დეტალურად იქნება განხილული მოქმედებათა გეგმა საგანგებო მდგომარეობის დროს (ხანძარი, კავშირგაბმულობის წყვეტა,ელექტროენერგიის მოწოდების შეფერხება, საინფორმაციო სისტემების წყვეტა);
4. ჩატარდება ტრენინგი ხანძრის დროს მოქმედებათა გეგმის შესახებ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივრესიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მაია ნონიაშვილი
ბიზნესის უწყვეტობის ოფიცერი – შალვა სვანიშვილი