BTU-ს სტუდენტი აპლიკაციის კონკურსის ფინალისტია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა ჩხეტიანი, TBC-ის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტია. ლუკამ გუნდთან ერთად მომხმარებლების დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა „აუტონომი“ წარადგინა. ინოვაციური სისტემა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორის, ბანკებს საშუალებას აძლევს დისტანციურად, მარტივად, მოახდინონ მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათზე ციფრული სერვისების ადაპტირება.
ლუკა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და მას ამ განხრით კომპანია SystemCorp-იც აქვს. აღნიშნული კომპანია კვლევებზე მუშაობს და თანამედროვე გამოწვევის წინაშე მყოფი ბიზნესებისთვის ჭკვიანურ, ტექნოლოგიურ, გადაწყვეტებს აგენერირებს.