
BTU-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, სამინისტროს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო
შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული გუნდიც ესწრებოდა.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.
პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 24 ნოემბერი.