
BTU-ს სტუდენტებისთვის ჰილა ოვილ ბრენერის შეხვედრა გაიმართა
BTU-ს სტუდენტებისთვის, ისრაელის მოწინავე აქსელერატორის, ანტრეპრენერის, 70-ზე მეტი სტარტაპის ინვესტორის, ტექსტარის ყოფილი ხელმძღვანელისა და მენტორის ჰილა ოვილ ბრენერის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ BTU-ს სტუდენტები, რომლებიც გაეცნენ სამეწარმეო საქმიანობასა და სტარტაპების შესახებ მნიშვნელოვან შეხედულებებს და სიახლეებს.