BTU-ს სტუდენტების გადამზადება და დასაქმება საერთაშორისო IT კომპანია Exadel-ში
ტესტერის 6 კვირიანი კურსი, BTU-ს 25 შერჩეული სტუდენტისთის თებერვლიდან ამოქმედდება და გადამზადებული კანდიდატების შემდგომი დასაქმება საერთაშორისო აიტი პროექტებში მოხდება. გადამზადება დისტანციურ ფორმატში, საერთაშორისო სპეციალისტების მიერ, ინგლისურ ენაზე მოხდება. დაინტერესებულ კანდიდატებმა, CV უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]
ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში შეთავაზებული კურსები კომპანია Exadel-ის მიერ საქართველოში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. კომპანიის საქმიანობის სფეროს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები და მასტერკლასები სრული დაფინანსებით და შემდგომი დასაქმება, BTU-ში სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს.