BTU-ს სტარტაპ სტატუსის მქონე სტუდენტების წარმატება
BTU-ს სტარტაპ სტატუსის მქონე სტუდენტების სტარტაპმა “RADIX” საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგოების (GITA) სააგენტოს 15 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა!
RADIX – ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაცემთა დამუშავებითა და ვიზუალიზაციის გამოყენებით, რამდენიმე წამში, მიიღონ ანალიტიკა, პროგნოზი და რეკომენდაციები.
სტარტაპ სტატუსის მქონე სტუდენტებს საშუალება აქვთ მეწარმეობის ცენტრის ბაზაზე შექმნან სტარტაპი და ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობებით.