
BTU-ს სამუშაო ვიზიტით ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტი ეწვია
BTU-ს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი შტეფან კასელი, 7 წარმომადგენელთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა BTU-ს მედია ლაბორატორია და პოდკასტების სტუდია, რომლებიც გაფართოებული რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიასთან ერთად სრულად დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ.


