
BTU-მ პროექტის „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ – მეორე ფაზა დაასრულა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ – მეორე ფაზა 100 მენტორის და 350 ბენეფიციარის გადამზადებით დაასრულა.
დასკვნით ღონისძიებაზე სპიკერებმა შეაჯამეს პროგრამის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალების ჩართულობის ზრდას ტექნოლოგიურ სექტორში.


