BTU-ს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტმა, საქართველოში უმაღლესი დონის ფინანსურ ოლიმპიადაში გაიმარჯვა
როგორც გამარჯვებული მიხეილ იაკობიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანი არის აღნიშნულ სფეროში სტუდენტების ხელშეწყობა, მოტივაციის გაძლიერება, რაც სტიმულია მათთვის, რომ არ დასჯერდნენ არსებულ მიღწევებს და მუდამ სიახლეების ძიებაში იყვნენ.
როგორც მიხეილი აღნიშნავს, უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტებს აქვთ უწყვეტი მხარდაჭერა, მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია ნებისმიერი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონკურსების შესახებ..
ჩვენთვის სტუდენტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე განათლება სტუდენტისთვის მხოლოდ საჭირო თეორიული ცოდნის მიწოდებას არ ნიშნავს. აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილება და კონტაქტების მოძიება, საჭირო ადამიანებთან დაკავშირება. სტუდენტი მხოლოდ საუნივერსიტეტო აქტოვობებში არ უნდა იყოს ჩართული. აუცილებელია, მიაწოდო სტუდენტს კვალიფიცირი განათლება. მეორე მხრივ კი, ასევე აუცილებელია, მას ამ ცოდნის სწორად გამოყენებაში დაეხმარო. ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვაწოდებთ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ყველა კონკურსის, ოლიმპიადის, გაცვლითი პროგრამის თუ სხვა აქტივობის შესახებ. მოხარულები ვართ, რომ ხშირად სწორედ ჩვენი სტუდენტები ხდებიან გამარჯვებულები.
აღნიშნულ ოლიმპიადაში, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, მონაწილეობდა 14 უნივესიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი. საერთო ჯამში 150-მდე სტუდენტმა გააკეთა განაცხადი მონაწილეობაზე, 30-მა მათგანმა კი ჩააბარა ტესტი გამოცდის სახით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის მაია მელიქიძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შესაძლებლობა ეძლევათ სტუდენტებს და ის მხოლოდ კურსდამთავრებულებისთვის არაა განკუთვნილი.