BTU-ს სამაგისტრო პროგრამების დისტანციური ღია კარის დღე
შემოგვიერთდით ხვალ, 14 მაისს 17:00 საათზე, BTU-ს სამაგისტრო პროგრამების დისტანციურ ღია კარის დღეზე და შეხვდი ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – MBA და ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps პროგრამების ხელმძღვანელებს.
თუ ჩვენი სამაგისტრო პროგრამებით ხართ დაინტერესებული, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
- ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – MBA
- ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps
ღია კარის დღეზე, გექნებათ საშუალება გაიგოთ დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების, ჩვენი ლექტორების, პარტნიორი დამსაქმებელი კომპანიების, გაცვლითი პროგრამებისა და იმ პერსპექტივების შესახებ, რაც იხსნება თქვენთვის, როგორც ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის!
დღის წესრიგი:
- ნინო გვაზავა, BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი. HT Solutions, აღმასრულებელი დირექტორი
- ვაჟა ფირცხალაიშვილი, BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამის განვითარების მრჩეველი; DevOps გაყოფილების ხელმძღვანელი საქართველოს ბანკი; DevOpsGeorgia-ს თანადამფუძნებელი
- მაია ნონიაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – MBA პროგრამის ხელმძღვანელი
- ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი
- ელენე მამუკელაშვილი, BTU-ს დეკანი
- თაკო ჯაფარიძე, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის უფროსი
- მარიამ შოშიაშვილი, BTU-ს კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი
- ანი ჭელიშვილი, BTU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი