BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
7 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში მისი აღმატებულება ფატმა ჯერენ იაზგანისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, სამუშაო შეხვედრა შედგა.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები თურქეთის კიბერუსაფრთხოების პარკთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; დისტანციური სწავლების მხარდაჭერა და თანამშრომლობის განვითარება ESx.ge პლათფორმის ფარგლებში.