BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე, იაპონიის ელჩს შეხვდა
8 ივლისს იაპონიის საელჩოში მისი აღმატებულება უეჰარა ტადაჰარუსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები იაპონიის ტექნოლოგიურ პარკებთან და კომპანიებთან; მოხდა შეთანხმება 2021 წლისთვის იაპონური ენის, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვაზე უნივერსიტეტში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ასევე მიეცა შესაძლებლობა უზრუნველყოს იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სტიპენდიებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევარების ჩართულობა.