BTU-ს რეგიონალური პრეაქსელერაციის მონაწილეებმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000 და 30,000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს
BTU-ს რეგიონალური პრეაქსელერაციის მონაწილეებმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000 და 30,000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს!
FireSand – ქიმიურ ინჟინერიასა და ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროექტია ქუთაისში, რომლის მიზანია ინოვაციური ცეცხლის დამნთები ტაბლეტის წარმოება ჰაიკერებისთვის, მოგზაურებისთვის, კემპერებისთვისა და ბარბექიუს მოყვარული ადამიანებისთვის. პროდუქტი შედგება მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებისაგან, არის უსაფრთხო, როგორც ადამიანისთვის, ასევე გარემოსთვის, არის წყალგამძლე და არ უშლის ხელს დასველება ცეცხლის ანთებაში.
ოტიას ეზოს კრაფტ ლუდი – კრაფტ ლუდის წარმოება წყალტუბოში ინოვაციური მეთოდით, ღვინის ლექიდან გამოყვანილი ველური საფუარებით ლუდის დადუღების მეშვეობით, რაც განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს პროდუქტს და შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. ამასთან, შეიქმნება პირველი ონლაინ კრაფტ ლუდის სკოლა, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას ამ სფეროს დაეუფლოს და დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.
რეაქსელერაციის პროგრამა განახორციელა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით.