BTU-ს ყოველწლიური პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო
დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის BTU-ს მეწარმეობის ცენტრი ინტენსიურ პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს. პროგრამაში მონაწილე სტარტაპებიდან სპეციალურად მოწვეული ჟიური, ქულების საფუძველზე რამდენიმე საუკეთესო გამოავლენს. მათთვის დაწესებულია საპრიზო ფონდი 15 000 ლარის ოდენობით.
პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება და ბოლო ეტპზე დაგეგმილია დემო დღე და საუკეთესო სტარტაპების დაჯილდოება.
პრე-აქსელერაციის პროგრამა შემუშავებულია MIT-თან პარტნიორობით. პრე-აქსელერატორის მთავარი პარტნიორი და სპონსორია “თიბისის” პროგრამა “სტარტაპერი”. პრე-აქსელერატორის კიდევ ერთი სპონსორია კომპანია “Tether” (Tether Operations Limited).
პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან. სტარტაპებს მენტორობას გაუწევენ წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები და მათ უმოკლეს დროში მასშტაბირებაში დაეხმარებიან.
მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული საუკეთესო სტარტაპები მონაწილეობას გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაში მიიღებენ და შეხვდებიან ანგელოზ ინვესტორებს ისრაელიდან.
პრე-აქსელერაციის პროგრამა 2024 წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ბაზრის ანალიზი, ბაზარზე გასვლა/გაყიდვები და მარკეტინგი, ფიჩ ტრენინგი, გლობალური ზრდისთვის მზადება, ფინანსების მოძიება და სხვა.
აქსელერაციის ბოლოს დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილეები საკუთარ სტარტაპზე პრეზენტაციას წარადგენენ.
პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, მათ შორის, BTU-ს სტუდენტებსაც შეუძლიათ. დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.