BTU-ს პროექტის – Women in AI ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
პროექტის „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ – Women in AI ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ტექნოლოგიების მიმართულებით, ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები გაიმართა თბილისისა და საქართველოს რეგიონების კერძო და საჯარო სკოლების მე-9-12 კლასის მოსწავლე გოგოებისთვის.
შეხვედრების მიზანი სამიზნე აუდიტორიისთვის BTU-ს ახალი, მასშტაბური პროექტის წარდგენა, ზოგადად ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდება იყო.
შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართა: თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.