BTU-ს მკვლევარის, დავით გონდაურის თანაავტორობით გამოცემული წიგნის პრეზენტაცია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარის, დავით გონდაურის თანაავტორობით გამოცემული წიგნი, დავით ზაქარიას ძე გონდაურის შესახებ: ცხოვრება და მოღვაწეობა.წიგნი ეძღვნება ცნობილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო მასწავლებლის, მათემატიკოს დავით გონდაურის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
2021 წელს გამოიცა ბიოგრაფიული წიგნი, მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, წიგნი დაეხმარება მკითხველს სრული წარმოდგენა შეექმნას დავით გონდაურის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ. წიგნი იხილეთ ბმულზე
მას სახელმწიფოსაგან თავდადებული მოღვაწეობისათვის ყველა სიგელი, ჯილდო და წოდება ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ჯილდო იყო ის დიდი სიყვარული და პატივისცემა, რომელიც მის ყოფილ აღზრდილებს, კოლეგებს ჰქონდათ ამ საოცარი ადამიანის მიმართ. წლების განმავლობაში დავით გონდაურს მინიჭებული აქვს „შრომის წითელი დროშის ორდენი“ (1966)„საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება“ (1967), „ლენინის ორდენი“ (1978), ოთხჯერ წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება (1981, 1984, 1985, 1989), საქართველოს სახალხო მასწავლებლის წოდება (1990), თბილისის საპატიო მასწავლებლის წოდება (1996), ღირსების ორდენი (1996), იყო ღია საზოგადოების ფონდის სოროსის განათლების საერთაშორისო პროგრამის სტიპენდიანტი (1995, 1996). დავით გონდაურის როგორც სახალხო მასწავლებლის შესახებ წერდნენ განათლების მაშინდელი მინისტრები და განათლების ექსპერტები, მისი სწავლების მეთოდები მუდმივად იყო სამაგალითო როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ისე კოლეგებისთვის.