BTU-ს მაგისტრანტებს ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდათ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. BTU საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში უკვე თანამშრომლობს ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან, ამჯერად კი მსგავსი შესაძლებლობა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსაც ეძლევათ.
BTU–ში განმარტავენ, რომ ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (Polytechnic Institute of Braganca, Portugal) თანამშრომლობა BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგსისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და პორტუგალიაში სამაგისტრო პროგრამის ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს. BTU-ს გადასახადი წლიურად 2250 ლარია, ხოლო ბოლო სასწავლო წლის ღირებულება ბრაგანჩას ინსტიტუტში დამატებით 1.316 ევრო.