BTU-ს ლექტორმა ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში მოხსენება წარადგინა
გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, გაიმართა ასოც. პროფ. ლადო სირდაძის მოხსენება თემაზე: „სამართლის ტრანსფერის მიზნები, გზები და მეთოდები: წარმატებული და წარუმატებელი სამართლებრივი ტრანსპლანტები“. საჯარო ლექცია ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც მოეწყო პროფ. არკადიუშ ვუდარსკისა და ვენის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის სამართლის კვლევითი ინსტიტუტის (FOWI) ორგანიზებით. კონფერენციის თემა იყო „სამართლის ტრანსფერის მიზნები, გზები და მეთოდები: წარმატებული და წარუმატებელი სამართლებრივი ტრანსპლანტები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ათამდე ქვეყნის წარმომადგენელმა.