![BTU-ს ლექტორმა პლატფორმა soplidan.ge-ს განვითარებისთვის, GITA-ს 100,000₾-იანი დაფინანსება მოიპოვა 1 277765926 1596108710773394 8299897149052231291 n](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2022/06/277765926_1596108710773394_8299897149052231291_n.png)
BTU-ს ლექტორმა პლატფორმა soplidan.ge-ს განვითარებისთვის, GITA-ს 100,000₾-იანი დაფინანსება მოიპოვა
BTU-ს ლექტორმა ნათია ნინიკელაშვილმა, პლატფორმა soplidan.ge-ს განვითარებისთვის, GITA-ს 100,000₾-იანი დაფინანსება მოიპოვა.
Soplidan.ge სოფლიდან არის BTU-ს პარტნიორი სტარტაპი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომელიც სოფლის პროდუქტების პირველი ინტერნეტ მაღაზიაა საქართველოში. პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს 300-ზე მეტი დასახელების ქართული პროდუქტი.