BTU-ს ლექტორების აკადემია აცხადებს მიღებას
ბიზნესისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის, რომელთაც აკადემიური საქმიანობის სურვილი აქვთ, BTU აცხადებს მიღებას ლექტორების აკადემიაში. აკადემიის დასრულების შემდეგ ახალი ლექტორები შეიძენენ საჭირო ცოდნას, უნარებსა და პრაქტიკულ კომპეტენციას სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლების მისაცემად.
ლექტორების აკადემიამ პირველი ნაკადი უკვე გადაამზადა. 2-თვიანი სწავლების ფარგლებში 30 მონაწილე წარმატებით გადამზადდა.
სწავლების მეთოდები, სილაბუსის დიზაინი, სწავლებისთვის საჭირო რესურსების შერჩევა და განსაზღვრა, ეფექტიანი უკუკავშირის განხორციელება სტუდენტებისთვის, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და სხვა საკითხები, ლექტორების აკადემიაში, დარგის სპეციალისტებისთვის, დამატებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად იქნება შეთავაზებული.
მიღების წინაპირობები
- უმაღლესი განათლება;
- არანაკლებ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება იმ სფეროში, რა მიმართულებითაც სურს კანდიდატს ლექციების წაკითხვა.
კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსით, საკვალიფიკაციო გამოცდისა და გასაუბრების საფუძველზე. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მიღების წინაპირობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე გაივლიან ტესტირებას. ტესტირება აფასებს: 1) სწავლების უნარებს (ფასდება: ემპათია, მოთმინება, კომუნიკაცია, რთული იდეების გამარტივების უნარი. მოიცავს: ჰიპოთეტურ სასწავლო სცენარებს, მოკლე პასუხების კითხვებს, სიტუაციურ შეფასების კითხვებს). 2) ადაპტაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს (ფსიქომეტრული ტესტირება: კოგნიტური მოქნილობა, პრობლემების გადაჭრის უნარები, მედეგობა).
ბოლო ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. შეფასების სფეროები: 1) სწავლებისა და სწავლის ინტერესი 2) ინტერპერსონალური უნარები; 3) ზრდის პოტენციალი, 4) სწავლების ხედვა.
აკადემიაში სრული კურსი მოიცავს 8 კვირიან პერიოდს. პირველი ნაკადის გადამზადება დაიწყება 09 დეკემბრის კვირიდან, ხოლო სწავლების პერიოდი დასრულდება არაუგვიანეს ივლისისა. სწავლება განხორციელდება შერეული ფორმატით. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2-2 საათის ხანგრძლივობით. დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 29 ნოემბერი.
აკადემიაში სწავლა BTU-ს მიერ დაფინანსდება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მოტივირებული კანდიდატების მოძიებას და მსურველთა ფართო წრისთვის შექმნის ახალ შესაძლებლობას. აკადემიის მენტორებს შორის იქნებიან განათლების სფეროს პროფესიონალები და დარგის გამოცდილი პროფესორები, რომლებიც კანდიდატებს თავიანთ ცოდნას გაუზიარებენ. კურსის დასრულების შემდეგ ახალი ლექტორები შეიძენენ საჭირო ცოდნას, უნარებსა და პრაქტიკულ კომპეტენციას სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლების მისაცემად. შერჩეული კანდიდატებისთვის აკადემიის გავლა უფასოა. ბტუ-სა და მსმენელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც წარმატებულ კანდიდატებს ავალდებულებს ბტუ-სთან თანამშრომლობას 6 სემესტრის განმავლობაში (სანაცვლო საათობრივი ანაზღაურებით).
სასწავლო პროგრამა/მოდულები
- საქართველოს განათლების სისტემა, უმაღლესი განათლების სიტემა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა;
- საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, პროგრამის მიზნები, პროგრამის სწავლის შედეგები, სტრუქტურა და შინაარსი, კურიკულუმის რუკა, პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმი);
- სასწავლო კურსის სილაბუსი და კომპონენტის რუკა (დაშვების წინაპირობა, მოცულობა, მიზნები, სწავლის შედეგები, შინაარსი, სწავლება-სწავლის მეთოდები, შეფასების მეთოდები, შედეგების შეფასების მექანიზმი);
- ეფექტიანი უკუკავშირის განხორციელება სტუდენტებისთვის;
- სწავლებისთვის საჭირო რესურსების შერჩევა და განსაზღვრა, ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება სასწავლო პროცესში (LMOს ქლასრუმის და Google Classroom მაგალითზე);
- თეორიული ძირითადი სწავლის სფეროს სასწავლო კურსის მიმართლებით.