BTU-ს კოორდინირებით Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო
BTU-ს კოორდინირებით Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო!
პროექტი ხორციელდება ბელგიის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უნივერსიტეტების ჩართულობით.
3E-Partnership პროექტი მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახლებადი ენერგიებისა და ენერგო ეფექტურობის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციების განვითარებას და ახალი, ინოვაციური ცოდნის შექმნას.
პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები:
- ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
- მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
- ლა კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი
- ADA-ს უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
- ხაზარის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
- ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველო
- მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა
- დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა