
BTU-ს IT ბანაკი აბიტურიენტებისთვის
- Categories ახალი ამბები
- Date მარტი 21, 2025
BTU-ს IT ბანაკი აბიტურიენტებისთვის
საქართველოში მცხოვრები ყველა აბიტურიენტისთვის, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე გეგმავს ჩაბარებას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 1 თვიან IT ბანაკს გამართავს.
ბანაკის ფარგლებში, აბიტურიენტები შეისწავლიან ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა საკითხებს, გაეცნობიან პროგრამირების ენებს, ხელოვნურ ინტელექტს და მონაცემთა ანალიტიკას, კიბერუსაფრთხოებას, ციფრული პროდუქტების ტესტირებას, UI/UX დიზაინს და სხვა თემებს, რომელიც ყველაზე მეტადაა მოთხოვნილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო დასაქმების ბაზარზე.
ასევე, აბიტურიენტები გაივლიან კარიერულ გადამზადებას, ისწავლიან როგორ იპოვონ პირველი სამსახური ტექნოლოგიების სფეროში, გაიცნობენ წამყვანი IT კომპანიების აღმასრულებელ გუნდებს, ფრილანსერებს და სფეროს სპეციალისტებს, ისწავლიან დამსაქმებელთან მოლაპარაკებების წარმოებას, იმისთვის, რომ იპოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური, ყველაზე სწრაფად მზარდ სფეროში მსოფლიოში.
პროგრამირება და ვებ დეველოპმენტი:
- Front-End Development (React, HTML, CSS, JavaScript): ვებ-გვერდების ვიზუალური ნაწილი, სადაც მომხმარებელი ინტერაქციას მოახდენს. ამ სესიაში ვიხილავთ HTML-ის, CSS-ის და JavaScript-ის საფუძვლებს, ასევე React-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე ვებ აპლიკაციების შექმნაში.
მონაცემთა ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტი:
- მონაცემთა ბაზები (Oracle): როგორ შევქმნათ, მოვამარაგოთ და გავანალიზოთ მონაცემთა ბაზები, როგორიცაა Oracle.
- Big Data ანალიტიკა: რა არის დიდი მონაცემები და როგორ უნდა შევისწავლოთ და გავანალიზოთ ისინი, რათა გამოვიმუშავოთ რეალური და მნიშვნელოვანი insights.
- Microsoft Excel, Word და PowerPoint:
- Excel – მონაცემების ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი. ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ Excel-ის ფუნქციები მონაცემების დამუშავებისთვის, მათ შორის ფორმულები, ცხრილები, გრაფიკები და დიაგრამები.
- Word – ეფექტურად და პროფესიულად როგორ შექმნათ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება პროექტებისთვის ან ანგარიშებისთვის.
- PowerPoint – როგორ შექმნათ ეფექტური პრეზენტაციები, რომლებსაც შეუძლიათ ნათლად გადმოსცენ იდეები და მონაცემები.
კიბერუსაფრთხოება, ქსელები და სისტემების ადმინისტრირება:
- კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება: რა არის კიბერუსაფრთხოება და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სისტემა სხვადასხვა ჰაკერული თავდასხმებისგან. ვისწავლით მონაცემთა დაცვას და ინფორმაციის უსაფრთხოებას.
პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ტესტირება:
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება: როგორ უნდა შემოწმდეს ციფრული პროდუქტები და გამოსწორდეს ხარვეზები.
- IT სერვისებისა და პროექტების მართვა: როგორ უნდა წარვმართოთ IT პროექტები, შევქმნათ გუნდი და როგორ ვუზრუნველყოთ პროექტის წარმატებული დასრულება.
ციფრული დიზაინი:
- UX/UI დიზაინი: როგორ უნდა შევქმნათ ვიზუალურად გამართული და ფუნქციონალური ინტერფეისები, რომლებიც საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილებას უზრუნველყოფს.
კარიერული გზამკვლევი:
- IT სფერო და დასაქმების ბაზარი – მოთხოვნა, ანაზღაურება, განვითარება: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიის მიმოხილვა, საქართველოს და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის ანალიზი და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობები, აგრეთვე, სფეროში კარიერული განვითარების პერსპექტივა.
- როგორ უნდა მოიძიოთ სამუშაო ადგილზე და დისტანციურად: როგორ უნდა დასაქმდეთ IT სფეროში, დაიწყოთ თანამშრომლობა მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან და იმუშაოთ საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, ადგილზე ან დისტანციურად.
- მზადება წარმატებული ინტერვიუსთვის – პირველი სამსახური IT სფეროში: როგორ უნდა მოემზადოთ IT სფეროში დასაქმებისთვის, რა შეკითხვებს უპასუხებთ გასაუბრებაზე და როგორ უნდა იპოვოთ პირველი სამსახური.
- ყველაზე მოთხოვნადი უნარები, რომლებიც IT ინდუსტრიაში საჭიროა: პროგრამული ენები, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, დროის მართვა და სხვა უნარების მიმოზილვა, რომელიც დაგეხმარებათ მაღალანაზღაურებადი და საინტერესო სამუშაოს მოძიებაში IT სფეროში.