BTU-ს ინიციატივითა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, უნივერსალური კადრების გადამზადების პროგრამა, საჩუქრად ქალებისთვის იწყება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივითა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, უნივერსალური კადრების გადამზადების პროგრამა, საჩუქრად ქალებისთვის იწყება.
პროგრამა გულისხმობს ქალების გადამზადებას iOS დეველოპმენტის, IX/UI დეველოპმენტის, ფინანსური მენეჯმენტის და ფანდრაიზინგის მიმართულებით.
პროექტში მონაწილე ყველა ბენეფიციარისთვის, სასწავლო კურსი სრულად დაფინანსდება აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ მოდულებს:
- iOS დეველოპმენტი – დაიწყება 15 თებერვლიდან და ჩატარდება 16 მოდული;
- UX/ UI დეველოპმენტი – დაიწყება 25 აპრილიდან და ჩატარდება 5 მოდული
- ფინანსური მენეჯმენტი და ფანდრაიზინგი – დაიწყება 15 მაისიდან და ჩატარდება 7 მოდული
- კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება დემო დღე, სადაც გადამზადებული კანდიდატები წარადგენენ მობილური აპლიკაციების პროტოტიპებს.
გაიარე რეგისტრაცია ბმულზე
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 31 იანვარი