BTU-ს დოქტორანტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის ევროპული ასოციაცია COST-ის ტრენინგ სკოლას დაესწრება
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის ევროპული ასოციაცია COST, რუმინეთში 9-14 მაისს „მდგრადი ჰიდროენერგიების შესახებ” ტრენინგ სკოლას ჩაატარებს.
ტრენინგზე დასასწრებად BTU-ს დოქტორანტი გიგა თვაური მიიწვიეს!
ტრენინგ სკოლა გათვალისწინებულია დოქტორანტი სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც მდგრადი ჰიდროენერგიების მიმართულებით მუშაობენ.
საქართველო 2022 წელს გახდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის – COST წევრი, რაც იძლევა საშუალებას გაძლიერდეს და გაღრმავდეს საერაშორისო კოლაბორაციული კავშირები ამ მიმართულებით.