BTU-ს ჩართულობით ლონდონში გლობალაიზის კონფერენცია ჩატარდა
ღონისძიების ფარგლებში 15 ქართული სტარტაპი წარსდგა აუდიტორიის წინაშე და 25-მდე საექსპორტო პროდუქტი განთავსდა საგამოფენო სივრცეში.
BTU-ს ჩართულობით, კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერი BTU-ს მეწარმეობის ცენტრის პარტნიორი ჰენლის ბიზნესის სკოლის წარმომადგენელი: Dr. Fabio Goncalves de Oliveira იყო, რომელსაც მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით, ლექტორობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.
პრეზიდენტმა ქართული სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
Globalize UK კონფერენციას ესწრებოდნენ ქართველი ანტრეპრენერები, ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები, ინვესტორები, ადგილობრივი ტექ-ქომიუნითი, სავაჭრო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები.