BTU-ს ჩართულობით გაეროს განვითარების პროგრამამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა ახალგაზრდების დასაქმებისთვის სასწავლო კურსი შეიმუშავეს
BTU-ს ჩართულობით გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) შეიმუშავეს სასწავლო კურსი ახალგაზრდების დასაქმებისთვის, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების საჭიროებებზეა მორგებული.
პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები ციფრულ დიზაინსა და მარკეტინგს სწავლობენ და შესაბამისი სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას იძენენ.
ახალგაზრდებს, რომლებიც ბავშვობის ასაკიდან გამოდიან და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადებიან, თანადგომა და დახმარება სჭირდება. ეს განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს ეხება, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებიან და სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ზრუნვის სისტემას ტოვებენ.
სასწავლო პროგრამა ხორციელდება ინოვაციების გლობალური ინიციატივის დაფინანსებით.