BTU-ს ბიბლიოთეკა International Association of University Libraries-ის წევრი გახდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა International Association of University Libraries (IATUL)-ის წევრი გახდა. ასოციაცია მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს აერთიანებს. მის წევრებს შორის არიან: ემორის უნივერსიტეტის, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ედინბურგის უნივერსიტეტის, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია (IATUL) 1955 წელს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაარსდა. თავდაპირველად ბიბლიოთეკების ასოციაცია მხოლოდ ტექნოლოგიური უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს აერთიანდება. 2014 წელს კი მისი პროფილი გაფართოვდა და ნებისმიერი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შეუძლია გაერთიანებია მისი სპეციფიკისა და მიმართულების მიუხედავად. ამ დროისთვის ასოციაცია მსოფლიოს 70 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს აერთიანებს. მათ შორის კი უკვე ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაცაა.
ასოციაციის მიზანი წევრი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების ინსტიტუციური განვითარება, ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური და კვლევითი კონტაქტების გაფართოება და საერთაშორისო საგანმანათლებლო სფეროს გამოწვევების კოლაბორაციული გზით გადაჭრაა. ორგანიზაციის აქტივობებს შორის არის: ყოველწლიური სამიტები და კონფერენციები, ბიბლიოთეკების პერსონალის გადამზადება, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევით პროექტებში, ერთობლივი ვორქშოფები და სემინარები.
რაც შეეხება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რომელიც უკვე ასოციაციის წევრია, ის 2016 წელს ჩამოყალიბდა. ბიბლიოთეკა მომხმარებლებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრულ ძირითად და დამატებითი ლიტერატურის ნაბეჭდ და ელექტრონულ კოლექციას, მხატვრულ და საცნობარო ტიპის ლიტერატურას, რომელიც მათ გაუდვილებთ მიიღონ თანამედროვე განათლება და აწარმოონ ხარისხიანი კვლევები.
ბიბლიოთეკა თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო საგამომცემლო სახლებთან და სისტემატიურად აახლებს რესურსს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების სახით.