
BTU-ს ბენეფიციარი სტარტაპი UPWAY Big Idea Challenge-ის გამარჯვებული ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიაში გახდა
BTU-ს ბენეფიციარი სტარტაპები უკვე ოთხი წელიწადია საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის Big Idea Challenge-ის გამარჯვებულთა სიაში არიან!
სტარტაპი UPWAY ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიის გამარჯვებულია!
upway.ge არის კურსების მრავალფეროვანი სივრცე საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს.
პლატფორმა აერთიანებს განვითარების მაძიებლებსა და კურსების მწარმოებლებს და თანამედროვე ხელსაწყოებით უმარტივებს პროცესებს ორივე მხარეს. მომხმარებლებს სასურველი კურსის მოძიება მარტივი ფილტრაციის მეშვეობით შეუძლიათ.
ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.