BTU Oracle Academy-ს წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, StrategEast-თან თანამშრომლობით ტექნოლოგიური გიგანტის Oracle-ის მიერ დაფუძნებული აკადემიის (Oracle Academy) წევრი გახდა.
აღნიშნული წევრობა, შესაძლებლობას აძლევს BTU-ს აკადემიურ და მოწვეულ ლექტორებს, ჩაერთონ Oracle-ის პროფესიული განვითარების პროგრამაში, რომელიც 4 წელიწადს გრძელდება.
პროგრამის მონაწილეები მიიღებენ წვდომას Oracle Academy – ის სრულ კურსებზე, ვებინარებსა და სემინარებზე, გაიუმჯობესებენ სწავლების უნარებსა და გაიმდიდრებენ სფეროს ცოდნას, მიიღებენ შესაძლებლობას აიღონ Oracle – ის საერთაშორისო სერტიფიკატები. პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სფეროები: Java, მონაცემთა ბაზები; ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, Oracle Cloud, Primavera, NetSuite, APEX და სხვა.
პროგრამა მიზნად ისახავს ინოვაციური ცოდნის გადაცემას და ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მასალების გაზიარებას ლექტორებისთვის.
BTU-სა და StrategEast-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის 20 მარტს გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ქვეყანაში IT სექტორის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის კუთხით თანამშრომლობა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ხელს შეუწყობენ ტრენინგების ჩატარებას, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.