BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან, Check Point-თან, თანამშრომლობას იწყებს.
Check Point-ის Secure Academy-სთან პარტნიორობის ფარგლებში, BTU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ გაიარონ გადამზადების კურსები CCAS, CCCS, CCSA, CCSE-ის მიმართულებით, შესაბამისი სასწავლო კურსები ისწავლონ განახლებული და ლიცენზირებული მასალებით და აკადემიის კურსდამთავრებულის სტატუსით მოხვდნენ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
თანამშრომლობა ასევე მიზნად ისახავს, BTU-ს კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიისთვის ლიცენზირებული პროგრამების მიწოდებას, აკადემიური პერსონალის შესაბამისი მიმართულებებით გადამზადებას, სერტიფიცირებასა და სპეციალური სესიების ორგანიზებას Check Point-ის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.
Check Point-ის Secure Academy-ს მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების მიმართულების გაძლიერებასა და შესაბამისი ლიცენზიების მოპოვებაში.