
BTU მასშტაბურ WEB3/AI & Beyond ჰაკათონს მასპინძლობს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) Degamefi-სა და Gagra Venture-ის მასშტაბურ WEB3/AI & Beyond ჰაკათონს მასპინძლობს.
48-საათიანი ჰაკათონი გაიმართება 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე BTU- ს პირველი სართულის სივრცეში.
ჰაკათონის მონაწილეებს ექნებათ ინვესტორებთან დაკავშირებისა და მასშტაბური პროექტების შექმნის შესაძლებლობა Web3, AI, გეიმინგის, რობოტიკის, AR/VR, ბიოტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ:
- პრიზებს 10,000$-იანი საპრიზო ფონდიდან და ინვესტიციის შესაძლებლობებს;
- 48 საათს კოდირებისა და კოლაბორაციისთვის;
- ექსპერტების მენტორობას და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს .
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც გუნდებს, ისე სოლო დეველოპერებს.
თარიღი: 29 ნოემბერი – 1 დეკემბერი, 2024
ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, თბილისი
ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, თბილისი
მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ: [email protected].