BTU-მ ვანის, დმანისისა და სიღნაღის კულტურული მემკვიდრეობა გააციფრულა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით ვანის, დმანისისა და სიღნაღის კულტურული მემკვიდრეობები ციფრულ ფორმატში ხდება ხელმისაწვდომი.
მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები AR და 3D ფორმატში, პლანშეტებში ინტეგრირდება და მუზეუმის ვიზიტორებისთვის უნიკალური გამოცდილებას ქმნის. გაციფრულებულ ნიმუშებს შორისაა ვანში აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს ჭრაქები და სასაკმევლე, რომლებიც ძვ.წ.აღ. III-II საუკუნეებით თარიღდება და რომელიც ვანის ახალ მუზეუმში გამოიფინება. ტექნოლოგიური პლატფორმა შეიქმნა სიღნაღის მუზეუმში გამოფენილი ნიკო ფიროსმანის ,,რთველისთვის’’, სადაც ციფრული გიდი, გაფართოებულ რეალობაში მოუთხრობს დამთვალიერებელს ვაზის კრეფის, წურვის და ლხინის კულტურის შესახებ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრირების მასშტაბური პროექტი სრულად ხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, ბრიტანეთის საბჭოს და ვესმისტერის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი 2019 წელს დაიწყო და ერთი წლის შემდეგ, გაზრდილი მასშტაბებით და ახალი გადაწყვეტილებებით წარადგენს ისტორიულ ექსპონატებს.