BTU ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის აცხადებს მიღებას ტესტერის მიმართულებით გადამზადების პროგრამაზე
BTU ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით, კოდინგის სკოლა ქალებისთვის პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის აცხადებს მიღებას ტესტერის მიმართულებით გადამზადების პროგრამაზე.
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე
კურსი მიზნად ისახავს, შეასწავლოს ბენეფიციარს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლები.მონაწილეებს მისცეს ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტესტირება პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად. როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.
ყველა ბენეფიციარისთვის, სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია ლიბერთი ბანკის მიერ.
- კურსის დაწყების თარიღი: 2021 წლის 18 მაისი
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 მაისი