BTU GLOBAL – „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ახალი გეგმები და სტრატეგია
1 300 ახალი სტუდენტი, ახალი სასწავლო პროგრამები და პროექტები, ახალი ლაბორატორიები, სტუდენტური სივრცეები, ახალი კვლევები, პარტნიორები და ბენეფიციარები, ახალი ბაზრები – ეს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) მიერ დაანონსებული ახალი გეგმებია, რომელიც 5 წლის დაბადების დღეზე გაასაჯაროვა.
16 სექტემბერს, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ 5 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობაც შეაჯამა – 5 000 სტუდენტი, 120 პროფესორი, 250 ლექტორი, 7 აკრედიტებული პროგრამა, 350 საერთაშორისო პარტნიორი, საერთაშორისო პროექტში მონაწილე 700 ბენეფიციარი, საერთაშორისოდ სერტიფიცირებული 900 სტუდენტი, 30 გამარჯვება საერთაშორისო კონკურსებში, 4 000 გადამზადებული მეწარმე საქართველოში, 2 500 გადამზადებული ქალი ტექნოლოგიებში, 4 00 სრულად დაფინანსებული ტრენინგი, 40 ჰაკათონი, იდეათონი, ოლიმპიადა, სტუდენტური კონკურსი, 100 სოციალური პროექტი, 7 ლაბორატორია, 50 კვლევა, 1 500 000 ლარი ინვესტირებული სტარტაპებში – სწორედ ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა და მიღწევების, რომლითაც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ დაბადების დღეს შეხვდა.
რაც შეეხება ახალ გეგმებს, ის კიდევ უფრო მასშტაბური და ეფექტური იქნება, ვიდრე უკვე განხორციელებული აქტივობები.
უნივერსიტეტში არსებულ აკრედიტებულ პროგრამებს, წელს, დაემატება ციფრული მარკეტინგის ახალი, აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან მარკეტინგის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს, ციფრულ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიული მარკეტინგის კონცეფციებს.
BTU-ში გაიხსნა ახალი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები. ჯამში, 7 ლაბორატორია ფუნქციონირებს: iOS & Android Lab, Creative Lab/Design studio, AI Lab, Blockchain Lab, Renewable Energy Lab, Industry 4.0 Lab და HIGH TECH Lab.
აღნიშნულ ლაბორატორიებში მუდმივად ტარდება ტრენინგები სტუდენტებისა და სხვა ბენეფიციარებისთვის. მათ შორის: Salesforce, Mobile App Development – iOS, Mobile App Development – Android, MS Power BI , SEO/Google Ads/Google Analytics, Agile, Scrum, Kanban, Amazon Web Services, Cybersecurity, VR/AR, AI Programming, Machine Learning, Data Analyzes, Graphic Design, UI/UX Design, Digital Marketing.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ახალ მიმართულებაზე იწყებს აქტიურ მუშაობას. ეს არის BTU QUANTUM – ახალი ტექნოლოგია და მომავალი. სიახლის ფარგლებში გაიმართება ვებინარები, პანელური დისკუსიები და მასტერკლასები. ის მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, ბიოინჟინერიასა და კიბერუსაფრთხოებას.
უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია შეიქმნას ახალი ციფრული რუკა სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვის, რომელიც უნივერსიტეტის და ახალ ვებგვერდზე განთავსდება.
BTU-ს მეწარმეობის ცენტრში, რომელიც ბრიტანულ ჰენლის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით შეიქმნა და ქვეყანაში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს, ახალი, საინტერესო პროექტები იწყება. უკვე დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ახალი IT hub სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის, ციფრული ინკლუზიის პროგრამა, ფინტექ აქსელერატორი, ბაზრის კვლევის ახალი სერვისი, პროდუქტის ტესტირების ახალი სერვისი, ახალი რესურსები მსოფლიოს წამყვანი ინკუბატორებისგან. ტრენინგები საგრანტო განაცხადის მომზადებაზე, ინვესტორისგან დაფინანსების მიღებაზე და მეწარმეებისთვის საინტერესო სხვა თემებზე.
მეწარმეობის ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს Tech კლინიკა, რომელიც სტუდენტებს, სტარტაპებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.
უნივერსიტეტში უკვე რამდენჯერმე ჩატარდა სტუდენტური სტარტაპების დემო დღე. ამჯერად კი პროექტი უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და პირველი საერთაშორისო სტუდენტური სტარტაპების დემო დღე იგეგმება საქართველოში.
დაფინანსების მიღების სხვა არაერთ შესაძლებლობასთან ერთად, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ამოქმედდება ახალი საგრანტო პროექტი, ინოვაციური სტუდენტური სტარტაპების დასაფინანსებლად. ეს არის Pre Seed Funding ინიციატივა სტუდენტური სტარტაპებისთვის.
გლობალური სტარტაპ ფონდი 2021-2022 წელს ახალ პროექტებს განახორციელებს, რომელიც სტარტაპებს დაფინანსების მიღებაში კიდევ უფრო დაეხმარება.
BTU-ს სტრატეგიული პარტნიორია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტი MIT, რომელთან პარტნიორობითაც, საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის მხარდასაჭერად ახალი პროექტი იგეგმება.
უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის ორგანიზებით, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ჩართულობით, საქართველოში პირველი საერთაშორისო დასაქმების ფორუმი ჩატარდება.
ახალ ციფრულ და განვითარების პროექტებს შესთავაზებს სტუდენტებს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ კარიერული ცენტრიც. ესენი იქნება: კარიერული Mapping პროგრამა, Job Shadowing პროგრამა, Mock/Case Interview ტრენინგები საერთაშორისო სტანდარტებით, ავტომატიზებული CV გენერატორი, ავტომატიზებული რეკომენდაციების გენერატორი, BTU კურსდამთავრებულთა ახალი კლუბი.
უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს ციფრული წიგნიერების განვითარებას. ამ მიმართულებით დაგეგმილია: სკოლის ასაკის ბავშვების გადამზადება: პროგრამირების საწყისები, რობოტიკის საწყისები, STEM მოდულები, ინოვაციების და სტარტაპების საწყისები, კიბერჰიგიენა, ბიოტექნოლოგიების შესავალი, Microsoft for Kids და ა.შ. მოხდება ბავშვთა სახლში მცხოვრები ბენეფიციარების გადამზადება სამი მიმართულებით: ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ტესტერი. ჩატარდება ციფრული გადამზადების პროგრამები მშობლებისადა მასწავლებლებისთვის – Parent Control ტრენინგები, კიბერბულინგის მართვა და ა.შ.
ციფრული მედიათეკის განვითარებისთვის დაგეგმილია: ელექტრონული Toolkit პროექტი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, Science Talks, Banned Book Week, სამეცნიერო საათები მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ჩართულობით, ციფრული წიგნიერების ზრდის პროექტები და ახალი სამეცნიერო ბაზების დამატება, ახალი კომუნალური ცენტრი მეცნიერებისა და სტარტაპებისთვის, ახალი ციფრული პროდუქტები ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, ბიბლიოთეკის ახალი პროდუქტები მულტიმედია არტისტებისთვისა და პროგრამისტებისთვის – Creative Lab/Design studio-ს სერვისები.
უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, კიდევ 1000 ქალი ჩაერთვება ტექნოლოგიებში და განვითარდება ამ მიმართულებით.
BTU აქტიურად არის ჩართულ კვლევებში – მომავალ წელსაც ჩატარდება ახალი სამეცნიერო კვლევები პარტნიორი საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართულობით. ესენია: საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიში, ცირკულარული ეკონომიკის, ციფრული ეკონომიკის და ციფრული მმართველობის სფეროს ახალი კვლევები, კიბერუსაფრთხოების სფეროს ახალი კვლევები, ახალი სამეცნიერო პრემია საუკეთესო მკვლევარს, ახალი სამეცნიერო ჟურნალი, მეცნიერების მართვის ახალი ტრენინგ მოდულები პროფესორთათვის.
უწყვეტი განათლების ფარგლებში, კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნება ახალი ციფრული მოდულები.
ჩატარდება 300–ზე მეტი, სრულად დაფინანსებული სასერტიფიკატო კურსი და 50–ზე მეტი სრულად დაფინანსებული ტრენინგი.
გაეშვება ახალი პოსტსადოქტორო პროგრამა, რომელიც მოიცავს კვლევებსა და კონფერენციებს, Fellowship პროგრამებს, ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.
უნივერსიტეტში ტრადიციულად ჩატარდება კონკურსები, ჰაკათონები და ოლიმპიადები, BTU-ს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. მათ შორის იქნება: Google Week, HP CUP Hackathon, Cyber Hackathon, Cyber Forum, Safer Internet Day , #ErasmusDay 2021 Global Event, International Internet Day – სტუდენტური კონკურსი და იდეათონი, National Technology Day – საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი, International Day of Women and Girls in Science – კოდინგის სკოლა ქალებისთვის ფორუმი, World creativity and innovation day – ჰაკათონი და სტუდენტური Bootcamp, World entrepreneur day – მეწარმეობის ცენტრის საერთაშორისო ფორუმი.
2022 წლიდან, BTU ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის ემზადება – უნივერსიტეტის ბაზაზე Webster University კამპუსი დაიწყებს ფუნქციონირებას.
BTU აქტიურად მუშაობს გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად. უკვე არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შეთანხმება აზიის ქვეყნებთან.