BTU Classroom მთავარი ჩვენ შესახებ ახალი ამბები სწავლა კვლევა ბიბლიოთეკა ინოვაცია და მეწარმეობა კონტაქტი BTU-ში ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები, თითოეული პროგრამული მიმართულებისათვის ტარდება.
8 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ტარდება ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტ წევრთა არჩევნები, თითოეული პროგრამული მიმართულებისათვის.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელსაც სწავლის პერიოდში არ აქვს მიღებული F შეფასება ან/და დაკისრებული დისციპლინური სანქცია;
სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა,
მან უნდა მიმართოს ბტუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ( [email protected] ) და დარეგისტრირდეს საარჩევნო სიაში.
რეგისტრაციაგავლილ კანდიდატს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი;
საარჩევნო სიაში და საარჩევნო ბიულეტენში მიეთითება პროგრამული მიმართულების დასახელება, კანდიდატი სტუდენტების სახელი და გვარი და სარეგისტრაციო ნომერი;
დაუშვებელია არჩევნების დღეს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება ან ნებისმიერი ფორმით აგიტაცია;
ხმის მისაცემად არჩევნებზე მოსულ სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მას ეძლება საარჩევნო ბიულეტენი და ამის შესახებ აღნიშვნა კეთდება შესაბამისი პროგრამული მიმართულების სტუდენტთა ერთიან სიაში. ბიულეტენს ხელს აწერს ბიულეტენის გამცემი პირი. მიღებულ ბიულეტენს სტუდენტი ათავსებს საარჩევნო ყუთში და ისე გადის ოთახიდან, სადაც განთავსებულია საარჩევნო ყუთი;
არჩევნების არშემდგარად/ბათილად გამოცხადების შემთხვევაში ტარდება ახალი არჩევნები;
დაუშვებელია საარჩევნო ოთახში ვიდეო- ან აუდიო- ჩანაწესი წარდოება, ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო ოთახში დარჩენა ან განმეორებით შესვლა, უცხო პირთა შესვლა, ნებისმიერო ფორმით ხმისმიცემის ხელისშემშლელი ქმედების ჩადენა ან წესრიგის დარღვევა. აღნიშნული მიიჩნევა ქცევის წესების დარღვევად, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ობიექტურობას, არჩევანის თავისუფლებას. დარღვევის ფაქტი და დამრღვევი პირის ვინაობა ფიქსირდება საარჩევნო კომისიის ოქმში, ინფორმაცია დარღვევის შესახებ გადაეცემა ბტუ-ს სადისციპლინო კომისიას;
დასაშვებია ბიულეტენში მსოლოდ ერთი კანდიდატის არჩევა (შემოხაზვა). ერთზე მეტი კანდიდატის შემოხაზვის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად;
არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პროცედურის დარღვევის ან არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტი. საჩივრის შეტანა ხდება განცხადებების წარდგენის ბტუ-ში მოქმედი წესით არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელმაც არჩევნებში გამოცხადებულ ამომრჩეველთა ხმებით დააგროვა ყველაზე მეტი ხმა;
სტუდენტს არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს 23 აპრილამდე.