BTU აცხადებს ვაკანსიას Women in AI-ს ახალი პროექტის ფარგლებში მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას Women in AI-ს ახალი პროექტის ფარგლებში მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე.
მოდული – Web Development
მიმართულება:
** Backend Development (Python)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ვაკანსიის სფეროს შესაბამისი არანაკლებ 2 წლიანი პროფესიული ან/და სწავლების გამოცდილება;
** სავალდებულოა, სწავლების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2024 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.