ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მიმართულებით სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მიმართულებით სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
1. სტუდენტების პირადი საქმეების კოორდინირება, მონიტორინგი, გაციფრულება, მუდმივი განახლება, მათ შორის: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმეების შექმნა (სტაჟიორებთან ერთად) და შემდგომ სისტემატური განახლება და მონიტორინგი; საჭიროებისას მუდმივი კომუნიკაცია სტუდენტებთან დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ; პირადი საქმის აღრიცხვის ფორმის შევსება ყველა სტუდენტისათვის ინდივიდუალურად; საჭიროებისამებრ სტუდენტების პირადი საქმის მასალების მომზადება;
2. დოკუმენტაციის (სტუდენტების პირადი საქმეები, უწყისები) მომზადება არქივზე ჩასაბარებლად, მათ შორის: სპეციალური ფორმების შევსება; პირადი საქმეების ნუმერაცია, აკინძვა და დალუქვა; მონაცემთა აღრიცხვა და ყველა ჩასაბარებელი დოკუმენტის ციფრული ვერსიის დრაივზე შენახვის უზრუნველყოფა;
3. სტუდენტების განცხადებების საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტების მომზადება, მათ შორის: ფორმა 26; ცნობა სტატუსის შესახებ; ცნობა წლიური გადასახადის მითითებით; ცნობა
ინგლისური ენის დონის შესახებ; ცნობა ცხრილის და გამოცდის თარიღის მითითებით; ნიშნების ფურცლების მომზადება; სტუდენტის მოთხოვნის შესაბამისად არასტანდარტული ცნობის
მომზადება;
4. კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების დანართების მომზადება, მათ შორის: კურსდამთავრებულების პირადი მონაცემების შემოწმება (შედარება პირადი საქმეში არსებულ ინფორმაციასთან; კურსდამთავრებულების დიპლომის დანართების ამობეჭდვა, აკინძვა, დალუქვა, ბეჭდებით დამოწმება;
5. სასწავლოო პროცესის მართვის სამსახურის მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში ჩართვა საჭიროებისამებრ. იხილეთ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დებულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში მუშაობის/ანალოგიური ფუნქციის შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორიენტირება/დაკვირვებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27 მარტი, 2023 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]