BTU აცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა შესარჩევ კონკურსს
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა შესარჩევ კონკურსს შემდეგ მიმართულებებზე :
- სტრატეგიული მენეჯმენტი;
- ადამიანური რესურსების მართვა;
- ოპერაციების მენეჯმენტი.
- ფინანსური აღრიცხვა;
- მენეჯერული აღრიცხვა;
- ფინანსური მენეჯმენტი;
- აუდიტი;
- მარკეტინგი;
- მეწარმეობა და ინოვაციები;
- აკადემიური წერა;
- ეკონომიკა;
- პოლიტიკის მეცნიერებები;
- მათემატიკა;
- სტატისტიკა;
- პროგრამირება (Python);
- პროგრამირება JAVA;
- პერსონალური კომპიუტერების არქიტექტურა;
- ინფორმაციული უსაფრთხოება;
- კომპიუტერული ქსელები (უსადენო კავშირგაბმულობა);
- ვებ დაპროგრამება Html, Css, Javascript;
- ოპერაციული სისტემა LINUX;
- 3D კომპიუტერული გრაფიკა / 3D მოდელირება;
- კიბერუსაფრთხოება;
- მონაცემთა ბაზები (ORACLE);
- მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი;
- სერვერული ოპერაციული სისტემები Windows Server;
- IOT სისტემები;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტი.
2. ვაკანსიების რაოდენობა – მაქსიმუმ 5 თითოეული გამოცხადებული მიმართულებისთვის.
3. ბტუ-ში დასაქმების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი).
4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან უმაღლესი განათლება, პროფესიული გამოცდილება და სპეციალური მომზადება.
ბტუ უფლებამოსილია განსაზღვროს საკონკურსო სფეროები, რომლებშიც უშვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არჩევის შესაძლებლობას, თუ ამ პირს უდასტურდება სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ – ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება – საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრამით/სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
ასეთ საკონკურსო მიმართულებად განისაზღვროს – ინფორმაციული ტექნოლოგიები (ყველა გამოცხადებული მიმართულება).
5. შერჩევის კრიტერიუმები: წარმოდგენილი სილაბუსის და გასაუბრების შეფასება, შესაბამისი სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება, პროფესიული გამოცდილება (ე.წ. „სტაჟი“), საერთაშორისო გამოცდილება (მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ვაკანსიების შემთხვევაში – დარგობრივი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის არსებობა), ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცების და/ან გამოცემული ნაშრომების არსებობა.
უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში/აშშ-ში) მიღებული განათლება/კვალიფიკაცია და წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია.
6. ბტუ-ში დასაქმების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და შეჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობა.
შერჩევა მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის (შერჩევის I ეტაპი) და გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენა; შერჩევის II ეტაპი) შედეგებზე დაყრდნობით.
7. წარსადგენი საბუთები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.
8. შერჩევის პროცესის ვადები:
- ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება –28.06.2019;
- საბუთების მიღება: 29.07.2019 – 02.08.2019;
- შეჩევის I ეტაპი (საბუთების შესწავლა და II ეტაპზე გადასულ პირთა ინფორმირება): 05.08.2019 – 14.08.2019;
- შერჩევის II ეტაპი (გასაუბრება, რეგლამენტი – 10-15 წთ): 21.08.2019 – 24.08.2019;
- საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 31.08.2019;
- შრომითი ხელშეკრულებების გაფორმევა და რექტორის ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 02.09.2019.
9. საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]) გაგზავნით.
10. დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებად განისაზღვროს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
11. დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირი ე. ბახტაძე, კანცელარიის სამსახურის უფროსი. საკონტაქტო ტელ. +995 322308055; ელ. ფოსტა: [email protected].