BTU აცხადებს სტუდენტურ, წამახალისებელ ჯილდოს: ინფოგრაფიკებისა და ესეების კონკურსი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თემაზე
BTU აცხადებს სტუდენტურ, წამახალისებელ ჯილდოს: ინფოგრაფიკებისა და ესეების კონკურსი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თემაზე
კონკურსის მიზანია BTU-ს სტუდენტების კვლევითი აქტივობის წახალისება, კვლევების შედეგების პრეზენტაციისა და წერითი უნარების განვითარება, ინოვაციური და კრეატიული იდეების ხელშეწყობა.
BTU აწესებს ჯილდოს შემდეგ ნომინაციში:
- კვლევის შედეგების ამსახველი საუკეთესო ვიზუალური მასალის (ინფოგრაფიკის) ავტორი;
- მეცნიერებისა და ინოვაციის თემაზე საუკეთესო ესეს ავტორი.
თოთოეულ ნომინაციაში გამარჯვებულისთვის ჯილდოს მოცულობა შეადგენს 300 ლარს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია BTU-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს;
წარმოსადგენი დოკუმენტები
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- კვლევის შედეგების ამსახველი ვიზუალური მასალა (ინფოგრაფიკა), ან
- ესე მეცნიერებისა და ინოვაციების თემაზე (იხილეთ ესეს სტრუქტურა)
კონკურსზე რეგისტრაციის წესი
აპლიკანტმა დოკუმენტები PDF ფორმატში უნდა გამოგზავნოს ელ.ფოსტაზე: [email protected] 2025 წლის 31 იანვარს 18:00 საათამდე.
შეფასება
ჯილდოზე წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება საკონკურსო კომისიის მიერ ქვემოთ მოცემული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
კრიტერიუმები კვლევის შედეგების ამსახველი ვიზუალური მასალის ნომინაციისათვის
კრიტერიუმი | ქულა | |||
წარმოდგენილი მასალის დიზაინი, ორიგინალურობა და კრეატიულობა | 1 | 2 | 3 | მინიმუმ 1 მაქსიმუმ 3 ქულა |
წარმოდგენილი ინფორმაციის სიცხადე | 1 | 2 | 3 | მინიმუმ 1 მაქსიმუმ 3 ქულა |
მასალის პრეზენტაცია * | 1 | 2 | 3 | მინიმუმ 1 მაქსიმუმ 3 ქულა |
ჯამური ქულა | მინიმუმ 3 მაქსიმუმ 9 |
* ინფოგრაფიკას წარმდგენმა სტუდენტმა საკონკურსო კომისიის წინაშე უნდა გააკეთოს მასალის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დრო და ადგილი სტუდენტს ეცნობება წინასწარ, ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
კრიტერიუმები მეცნიერებისა და ინოვაციის თემაზე საუკეთესო ესეს ნომინაციისათვის
კრიტერიუმი | ქულა | |||
საკითხის აქტუალობა, სიცხადე და თანმიმდევრულობა, ესეს დიზაინი (სათაური, სტრუქტურა, აკადემიური ენა, ილუსტრაცია) | 1 | 2 | 3 | მინიმუმ 1 მაქსიმუმ 3 ქულა |
ორიგინალურობა და კრეატიულობა | 1 | 2 | 3 | მინიმუმ 1 მაქსიმუმ 3 ქულა |
მეცნიერებისა და ინოვაციის თემატიკასთან შესაბამისობა | 1 | 2 | 3 | მინიმუმ 1 მაქსიმუმ 3 ქულა |
ჯამური ქულა | მინიმუმ 3 მაქსიმუმ 9 |
ჯილდოს მისაღებად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა აპლიკანტმა მიიღოს 6 ან მეტი ქულა.
მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები BTU-ს მეოთხე სართულის სივრცეში შემდეგ რიცხვებში:
- 17 დეკემბერი, 15:00;
- 24 დეკემბერი, 15:00;
- 16 იანვარი, 15:00.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბტუ-ს კვლევების ცენტრს: [email protected]