BTU-ს ყოველწლიურ სამეცნიერო პრემიაზე რეგისტრაცია დაიწყო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ყოველწლიურ სამეცნიერო პრემიას მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციებში მოღვაწეობის წახალისების, სამეცნიერო კარიერის განვითარებისათვის პერსონალის მოტივაციის ამაღლებისა და ბტუ-ს პრიორიტეტული დარგების განვითარების პოპულარიზაციის მიზნით.
ბტუ-ს მიერ დაწესებული სამეცნიერო პრემია გაიცემა ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციების დარგში. პრემია გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით. ბტუ-ს მიერ დაწესებული პრემიის ოდენობა განისაზღვრება 5000 ლარით.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება 8.04.2024
- საკონკურსო განაცხადის მიღება: 08.04.2024-03.05.2024 (18:00 საათი);
- მიღებული განაცხადების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან: 07.05.2024-10.05.2024;
- კონკურსზე რეგისტრირებული განაცხადების შემფასებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცება: 15.05.2024;
- შემფასებელი კომისიის სხდომა და განაცხადების შეფასება: 27.05.2024;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება – 29.05.2024.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მანაწილეობის მიღება შეუძლია ბტუ-ს აფილირებულ პერსონალს, ბტუ-ს არააფილირებულ და/ან მოწვეულ პერსონალს, რომელიც არ არის აფილირებული საქართველოს არცერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- Curriculum Vitae (ქართულ და ინგლისურ ენებზე) განახლებული ბოლო 1 წლის განმავლობაში ბტუ-ს სახელით გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სიით (1,2,3), რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად ჟურნალებში. პატენტის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების შემთხვევაში არსებობის შემთხვევაში – მათი დამადასტურებელი დოკუმენტი.
(1. მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, სტატიების, საკონფერენციო თეზისების ჩამონათვალი უნდა დასტურდებოდეს ელექტრონული ბმულების მითითებით;
2. უპირატესობა მიენიჭება იმ სამეცნიერო პუბლიკაციებს, რომლებიც ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (Scopus, WoS, Erich plus, Index Copernicus, Google Scholar);
3 ე.წ. პრედატორ (PREDATORY JOURNALS) ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები არ მიიღება მხედველობაში, გადამოწმებისათვის ეწვიეთ ბმულს.
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- კონკურსანტის შეხედულებისამებრ დამატებითი დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას CV-ის დანართის სახით;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: [email protected].
განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, კონკურსანტის CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაერთიანდეს ერთ PDF ფორმატის ფაილში სათაურით: კონკურსანტის გვარი_სამეცნიერო პრემია, ხოლო ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი სათაურით: კონკურსანტის გვარი_დამატებითი საბუთები. დოკუმენტაციის ქართული და ინგლისური ვარიანტები ერთიანდება ცალ-ცალკე PDF ფაილებში.
კონკურსზე რეგისტრირებული განაცხადების შეფასება
კონკურსზე რეგისტრირებული განაცხადების შეფასებას ახორციელებს ბტუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული კომისია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
სამეცნიერო პროდუქტიულობა | ქულა (მინიმუმ 1 – მაქსიმუმ 5) |
(კვლევითი თემატიკის აქტუალობა და პრაქტიკული მნიშვნელობა, ბტუ-ს სახელით:
|
|
აკადემიური კომპეტენციები | ქულა (მინ 1-მაქსიმუმ 3) |
(ბტუ-ის საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობა, სასწავლო კურსების მომზადება, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, რეცენზირება, რედაქტირება, საგანმანათლებლო პროექტები) |
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ საკონკურსო განაცხადს, რომელიც მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში. აღნიშნულ კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია.
გისურვებთ წარმატებას!