BTU აცხადებს აკადემიური პერსონალის კვლევების საგრანტო კონკურსს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 2025 წლის აკადემიური პერსონალის კვლევების საგრანტო კონკურსი
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) აკადემიური პერსონალის მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში მოღვაწეობას, კვლევების ხარისხის გაუმჯობესებასა და ბტუ-ს პრიორიტეტული დარგების განვითარებას შიდა ინსტიტუციური კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით.
კონკურსის თემატიკა
კონკურსის თემას წარმოადგენს ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია, რომელიც მოიცავს ბტუ-ს პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს: ციფრული მმართველობას, განათლების მენეჯმენტს, ჯანდაცვის მენეჯმენტს, ეკონომიკას, ხელოვნურ ინტელექტს, მწვანე და განახლებად ენერგიებს, ციფრულ მარკეტინგს, ბიზნესის ადმინისტრირებას, კიბერ და სამოქალაქო უსაფრთხოებას და ფსიქოლოგიას.
მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ბტუ-ს აფილირებულ პერსონალს, არააფილირებულ და მოწვეულ პერსონალს, რომელიც არ არის აფილირებული საქართველოს არცერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 3000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ
- პროექტის მონაწილე აკადემიური პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია GEO
- პროექტის მონაწილე აკადემიური პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია ENG
- საპროექტი წინადადება GEO
- საპროექტო წინადადება ENG
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი GEO
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ENG
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი GEO
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი ENG
პროექტის რეგისტრაცია
კონკურსზე პროექტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 19 მაისის 18:00 საათი. საკონკურსო განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე: [email protected]
კონკურსის ადმინისტრირების ეტაპები
- განაცხადების რეგისტრაცია: 2025 წ. 19 მაისის 18:00 სთ;
- რეგისტრირებული განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა: 2025 წ. 20-23 მაისი
- განაცხადების შეფასება: 2025 წ. ივნისი
- გამარჯვებულის გამოვლენა: 2025 წ. ივნისი, ივლისი
კონკურსის შესახებ, მათ შორის პროექტის რეგისტრაციის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცანით მონაწილეობის პირობებს.
კონკურსით დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები ბტუ-ს მეოთხე სართულის სივრცეში შემდეგ რიცხვებში:
- 15 აპრილი, 15:00
- 29 აპრილი, 15:00
- 14 მაისი; 15:00
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბტუ-ს კვლევების ცენტრს: [email protected]